Apple-მა, დადგენილ ვადებში, ირლანდიას 13 მილიარდი ევროს ოდენობის ვალი არ დაუბრუნა

493

Apple-მა, ევროკავშირის მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში, ირლანდიას 13 მილიარდი ევროს (13,9 მილიარდი აშშ დოლარი) მოცულობის ვალი არ დაუბრუნა. აღნიშნულის შესახებ CNBC წერს.

კომპანია Apple-ს 2017 წლის 3 იანვრამდე ფული სპეციალურ ანგარიშზე უნდა გადაერიცხა, თუმცა ასე არ მოიქცა. დანიელი პოლიტიკოსის და აგრეთვე ევროკომისიის წევრის მარგარიტა ვესტაგერის თქმით, ვალის დაბრუნების პროცესი წინ „რთულად“ მიიწევს, თუმცა ევროკომისია აგრძელებს აღნიშნულ საკითხზე მუშაობას.

ვეტაგერის თქმით, პროცესს დიდი საგადასახადო თანხა ართულებს. მისი თქმით, პრაქტიკაში იყო შემთხვევები, როდესაც კომპანიებს უნდა გადაერიცხა 25, ან 30 მილიონი ევრო, რასაც შესაძლოა დიდი დრო დასჭირდეს ხოლმე.

ევროკომისარმა აგრეთვე აღნიშნა პროგრესი, რომელიც ირლანდიის მხრიდან ვალების დაბრუნების პროცესში შეიმჩნევა. ირლანდია თავიდანვე გამოთქვამდა მზაობას კომპანია Apple-ის მხარდაჭერისთვის ევროკავშირთან საკამათო საკითხებში.

"ჩვენ, აღნიშნული საკითხების გადაჭრაში, Apple-თან და ევროკომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე, პროგრესს ვაღწევთ. კომისია კმაყოფილია ჩვენ მიერ მიღწეული წარმატებებით. ჩვენ ჩვენ თავზე ავიღეთ პასუხისმგებლობა, რასაც აუცილებლად შევასრულებთ", – აცხადებს ირლანდიის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლობა CNBC-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ზაფხულში, ევროკომისიამ Apple-გან, ვალის სახით ირლანდიისთვის 13 მილიარდი ევროს გადახდა მოითხოვა. უწყებაში მიიჩნევენ, რომ ქვეყნის ხელისუფლება ამერიკულ კომპანიას უკანონოდ უკეთებდა საგადასახადო შეღავათებს.

Apple-ის დირექტორმა ტიმ კუკმა ევროკომისიის პრეტენზიებს "პოლიტიკური სისულელე" უწოდა. მისი მოსაზრებით, კომპანია ევროკავშირსა და ამერიკული საერთაშორისო კორპორაციებს შორის ნეგატიური ურთიერთობის სამიზნედ იქცა.

Comments
Loading...