Apple-მა ახალი iPad Air და iPad mini წარადგინა

35

Apple-მა დღეს თავის შტაბბინაში, კალიფორნიაში ახალი iPad Air და iPad mini წარადგინა. ამის შესახებ კომპანიის მიერ ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. ორივე ახალი გაჯეტი Apple Pencil-ის პირველი თაობაა.

პლანშეტ iPad Air-ს ულტრათხელი კორპუსი აქვს, 10,5 დუიმიანი დისფლეით და Apple A12 Bionic-ის ჩიპით, რომელიც ორჯერ აუმჯობესებს მოწყობილობის გრაფიკულ შესაძლებლობებს. iPad Air კი აღჭურვილი იქნება Retina-ს გაუმჯობესებული დისფლეით True Tone-ის ტექნოლოგიასთან ერთად.

iPad mini-ს ეკრანი 7,9 დუიმი იქნება და აღჭურვილი იქნება A12-ის სისტემით. პლანშეტი აგრეთვე აღჭურვილი იქნება Retina-ს დისფლეით და True Tone-ით.

iPad Air-ის ორი ვარიანტი იქნება ხელმისაწვდომი – 64 გეგაბაიტიანი და 256 გეგაბაიტიანი. ანალოგიური მოდელები იქნება iPad mini-ს შემთხვევაში. პლანშეტის ფერები იქნება ოქროსფერი, ვერცხლისფერი და კოსმიური რუხი.

64 გეგაბაიტიანი iPad mini 399 აშშ დოლარი ეღირება. Wi-Fi + Cellular-ის კონფიგურაციით – 529 აშშ დოლარი. ახალი iPad Air-ის ფასი კი 499 აშშ დოლარიდან დაიწყება, Wi-Fi + Cellular-თან ერთად კი 629 აშშ დოლარი.

ახალი გაჯეტების შეკვეთა უკვე შეუძლიათ ავსტრალიის, კანადის, ფინეთის, ლუქსემბურგის, ახალი ზელანდიის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის და ევროკავშირის ქვეყნებიდან Apple-ის ოფიციალურ საიტზე და Apple Store-ის აპლიკაციით. სხვა ქვეყნებში კი, ახალი გაჯეტები ხელმისაწვდომი მომდევნო კვირიდან იქნება.

Comments
Loading...