Apple-ის შემდეგ, Amazon-ი მეორე კომპანია გახდა, რომლის კაპიტალიზაციამაც 1 ტრილიონ დოლარს მიაღწია

62

ინტერნეტ-გაყიდვების კომპანია Amazon-ის კაპიტალიზაციამ, Nasdaq-ის ბირჟაზე 1 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია. 4 სექტემბერს, კომპანიის აქციების ფასმა თითოზე 2050 აშშ დოლარს მიაღწია, შემდეგ კი ნელ-ნელა დაშვება დაიწყო.

აგვისტოს დასაწყისში, Apple იყო პირველი ამერიკული საჯარო კომპანია იყო, რომლის საბაზრო ღირებულებამაც ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც კორპორაციამ 2018 წლის მესამე კვარტალის შემოსავლების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

პირველი კომპანია კი, რომლის კაპიტალიზაციამაც ტრილიონ აშშ დოლარიან ზღვარს მიაღწია, 2007 წელს ჩინური ნავთობისა და გაზის კომპანია PetroChina იყო. პირველივე დღეს, საფონდო ბირჟაზე მისი ფასი თითო აქციაზე 163%-ით გაიზარდა, თუმცა მოგვიანებით, კომპანიამ ზარალი იწვნია და მიღწეული შედეგის შენარჩუნება ვერ მოახერხა.

2017 წლის ბოლო კვარტალში, Amazon-ის შემოსავალმა, მთელი თავისი არსებობის განმავლობაში, რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, რაც 2 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება. კომპანიის დამფუძნებელი და მფლობელი ჯეფ ბეზოსი კი, მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანად არის მიჩნეული, მისი ქონება 132 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული.

კომპანიის უმსხვილესი ბაზარი კვლავ შეერთებული შტატებია.

Comments
Loading...