Apple-ის კვარტალური შემოსავალი 81,4 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა

4

ამერიკული კომპანია Apple-ის შემოსავალი, მიმდინარე კვარტალში, გასულ წელთან შედარებით 36%-ით გაიზარდა. ამის დასტურია კომპანიის მიერ სამშაბათს გამოქვეყნებული ანგარიში.

სამთვიანი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, რომელიც 26 ივნისს დასრულდა, Apple-ის შემოსავალმა 81,4 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო 2020 წლის ანალოგიური პერიოდისთვის ამ მაჩვენებელმა 59,6 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

ბოლო კვარტლის შედეგების თანახმად, Apple-ის წმინდა მოგებამ $ 21,7 მილიარდი შეადგინა, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი $ 11,2 მილიარდს შეადგენდა. კომპანიის მთავარ პროდუქტად iPhone რჩება, მსოფლიოში ამ სმარტფონების გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა $ 39,5 მილიარდი შეადგინა.

მომდევნო ორი წლის განმავლობაში, Apple ყველა მოწყობილობას Face ID-ის ჩაუნერგავს.

ცნობისთვის, Apple–ის მიერ წარმოებული Mac კომპიუტერების მფლობელებს საშიში ვირუსი Xloader ემუქრებათ.

IPhone-ის სმარტფონების ყველა მოდელს, რომელსაც ამერიკული კომპანია Apple მომავალ წელს გამოუშვებს, 5G მხარდაჭერა ექნება.

აკომპანია ასევე არ გეგმავს iPhone 12 mini-ის განახლებული ვერსიის გამოშვებას, ვინაიდან კომპანია მივიდა დასკვნამდე, რომ მცირე ეკრანიანი გაჯეტი არ არის ისეთი მოთხოვნადი, როგორც სხვა მოდელები.

Comments
Loading...