Apple-ის კაპიტალიზაციამ $2,5 ტრილიონს მიაღწია

6

Apple აშშ-ის ისტორიაში პირველი კომპანია გახდა, რომელის აბაზრო კაპიტალიზაციამაც  2,5 ტრილიონ დოლარს მიაღწია.  2021 წლის 30 აგვისტოს მისი აქციები 3%-ზე მეტით გაიზარდა და ერთ აქციაზე 153,12 აშშ დოლარად ივაჭრება.

აქციების ფასების ზრდის ფონზე ამერიკული კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ შეადგინა $ 2,531 ტრილიონი.

2021 წლის 28 აპრილიდან 28 ივნისამდე პერიოდში Apple-მა თავისი შემოსავალი 36%-ით გაზარდა, ხოლო მისი წმინდა მოგება – 93%-ით.

2 ტრილიონი დოლარის კაპიტალიზაციას ასევე Microsoft–მა მიაღწია ($ 2.281 ტრილიონი), ხოლო Amazon–ის კაპიტალიზაცია  $ 1.733 ტრილიონს შეადგენს.

Comments
Loading...