Amazon-ი თანამშრომლებს კოლეჯში სწავლის საფასურს გადაუხდის

4

ონლაინ გაყიდვების პლატფორმა Amazon 750,000-მდე თანამშრომელს კოლეჯში სწავლის საფასურის გადახდას ჰპირდება. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ცნობით, კომპანიის კამპანიის მიზანი ახალი კადრების მოზიდვაა.

კომპანია აცხადებს, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელებაში 1.2 მილიარდ აშშ დოლარს დახარჯავს.

„Amazon-ი არის ერთ-ერთი კომპანია, ვინც ყველაზე მეტ სამუშაო ადგილს ქმნის აშშ-ში. ჩვენ გვჯერა, რომ თანამშრომლების განათლებაში ინვესტირებით ათასობით ოჯახს პოზიტიურ განწყობას შევუქმნით“, – განაცხადა კომპანიის კლიენტებთან მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დეივ კლარკმა.

Comments
Loading...