Amazon-ი ბრიტანეთის Visa ბარათებით გადახდას შეაჩერებს

6

ამერიკული ონლაინ საცალო ვაჭრობის პლატფორმა Amazon-ი მომავალი წლიდან გაერთიანებული სამეფოს მიერ გამოშვებული Visa საკრედიტო ბარათებით გადახდას შეაჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg ავრცელებს. 

როგორც გამოცემა განმარტავს, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ტრანზაქციებზე გადახდის სისტემის მაღალი საკომისიოა.

„2022 წლის 19 იანვრიდან ჩვენ აღარ მივიღებთ გაერთიანებული სამეფოს მიერ გაცემულ Visa საკრედიტო ბარათებს“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

კომპანიაში განმარტავენ, რომ მომხმარებლებს მხოლოდ ბრიტანეთში გაცემული ბარათებით სარგებლობა აეკრძალებათ, ხოლო სხვა ქვეყნების მიერ გაცემულ Visa სადებეტო, MasterCard და Amex საკრედიტო ბარათებს შეუფერხებლად გამოიყენებენ.

Comments
Loading...