Amazon-ი აწარმოებს მოლაპარაკებებს ამერიკული კინოსტუდია Metro-Goldwyn-Mayer-ის შესაძენად

11

ონლაინ საცალო კომპანია Amazon-ი აწარმოებს მოლაპარაკებებს ამერიკული კინოსტუდია Metro-Goldwyn-Mayer-ის შესაძენად დაახლოებით 9 მილიარდ დოლარად. ამის შესახებ Financial Times იუწყება.

დეკემბერში მედია წერდა, რომ MGM Holdings-მა, სტუდია Metro-Goldwyn-Mayer-ის მფლობელმა, დაიწყო გაყიდვის პროცესი, აირჩია ბანკები ამისთვის და ეძებს მყიდველებს და ამ აქტივების ღირებულებამ შეიძლება მიაღწიოს $ 5.5 მილიარდს.

გაზეთი აღნიშნავს, რომ Amazon-ის მიერ MGM-ს შესაძლო შესყიდვის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა კონსოლიდაციის კონტექსტში – მაგალითად, რამდენიმე წლით ადრე ამერიკულმა სატელეკომუნიკაციო გიგანტმა AT&T-მ იყიდა Warner Bros, ხოლო დისნეიმ 21st Century Fox-ის ძირითადი აქტივები შეიძინა. მანამდე Universal-ი სატელეკომუნიკაციო Comcast-ის კონტროლის ქვეშ მოექცა, Paramount-ი კი – Viacom- ის.

Metro-Goldwyn-Mayer არის ფილმების და ვიდეოების დისტრიბუციის ამერიკული კომპანია, რომელიც დაარსდა 1924 წელს. კომპანიის ბიბლიოთეკაში შედის 4 ათასზე მეტი ფილმი, მათ შორის “ჯეიმს ბონდი”, “როკი”, “ვარდისფერი პანტერა”, “რობოკოპი”, “ჰობიტი”, სერიალები “ვიკინგები” და “მხევლის წიგნი”. მისი შვილობილი კომპანიებია United Artists, Orion Pictures და სხვები. MGM Holdings დაარსდა 2005 წელს.

Comments
Loading...