Amazon-ი აღიარებს, რომ მის დასაქმებულებს ზოგჯერ ბოთლში მოშარდვა უწევთ

6

“ამაზონმა” ბოდიში მოუხადა ამერიკელ პოლიტიკოსს იმის გამო, რომ კომპანიამ უარყო ის, რომ მძღოლებს ზოგჯერ ბოთლებში მოშარდვას აიძულებენ. ამის შესახებ BBC წერს.

დემოკრატმა ვისკონსინიდან მარკ პოკანმა Twitter-ზე “ამაზონი” მოიხსენია კომპანიად, რომელიც თავის თანამშრომლებს წყლის ბოთლებში მოშარდვას აიძულებს.

ამ ტვიტზე კი, “ამაზონის” ოფიციალურმა Twitter ანგარიშმა უპასუხა: “ეს რომ მართალი ყოფილიყო, არავინ იმუშავებდა ჩვენთან.”

კომპანიამ ბოდიში მოიხადა მას შემდეგ, რაც გაჩნდა მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ მძღოლებს მართლაც ბოთლებში მოშარდვა უწევთ ხოლმე.

“ბოდიშს ვიხდით პოკანის წინაშე”, – ნათქვამია Amazon-ის განცხადებაში.

“ტვიტი არასწორი იყო. იგი არ ითვალისწინებდა მძღოლების დიდ რაოდენობას და იგი მხოლოდ ჩვენს ცენტრებზე იყო ორიენტირებული.”

კომპანიამ განაცხადა, რომ მის ყველა ცენტრს აქვს ათობით საპირფარეშო, რომლის გამოყენებაც თანამშრომლებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს.

პოკანმა გააკრიტიკა კომპანია ალაბამას დიდ ქარხანაში მუშების გაერთიანების მცდელობისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო.

“მუშებისთვის ერთ საათში 15 დოლარის გადახდა არ ნიშნავს იმას, რომ პროგრესულ სამუშაო ადგილს წარმოადგენთ, თან როდესაც ხელს უშლით პროფკავშირს და მუშებს ბოთლებში მოშარდვას აიძულებთ,” – დაწერა მან გასულ კვირას.

ამის შემდეგ მალევე, ამაზონის ოფიციალურმა ანგარიშმა უპასუხა: ეს რომ მართალი ყოფილიყო, არავინ იმუშავებდა ჩვენთან.

შემდეგ რამდენიმე საინფორმაციო საშუალებამ მოიყვანა Amazon-ის უამრავი თანამშრომლის ციტატები, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ მუშაობის დროს მათ სხვა გზა არ ჰქონდათ გარდა პლასტმასის ბოთლებში მოშარდვისა. მათ ასევე აღწერეს მუშაობის დაუნდობელი მეთოდები.

The Intercept-მა ასევე განაცხადა, რომ მან მიიღო დოკუმენტები, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ ამაზონის აღმასრულებლებმა იცოდნენ ამის შესახებ.

ამაზონის განცხადებაში ასევე ნათქვამია: “ჩვენ ვიცით, რომ მძღოლები ზოგჯერ საცობების, ან სოფლის მარშრუტების გამო ვერ პოულობენ საპირფარეშოებს, განსაკუთრებით კორონავირუსის დროს, როდესაც ბევრი საზოგადოებრივი ტუალეტი დაიკეტა.

მასში ნათქვამია, რომ პრობლემა არის “მრეწველობის მასშტაბის პრობლემა” და რომ მათ “სურთ მისი მოგვარება”.

პოკანმა ამის საპასუხოდ მორიგი ტვიტი დაწერა: ეს არ მეხება მე, ეს ეხება თქვენს მუშებს – რომლებსაც თქვენ არ ეპყრობით პატივისცემით. დაიწყეთ ყველა თქვენი მუშაკისთვის შექმნილი არაადეკვატური სამუშაო პირობების აღიარება და მიეცით გაერთიანების შექმნის უფლება ჩარევის გარეშე.

Comments
Loading...