Alphabet-ის კვარტალურმა შემოსავალმა 61 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

2

კორპორაცია Google-ის მფლობელი ამერიკული კომპანია Alphabet-ის კვარტალური შემოსავლები მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 62%-ით გაიზარდა. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებული ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში Alphabet-მა 61,88 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, საიდანაც სუფთა მოგებამ 18,52 მილიარდი დოლარი შეადგინა.

კომპანიას გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 38,29 მილიარდი დოლარი იყო, ხოლო სუფთა მოგება 6,96 მილიარდი დოლარი.

Comments
Loading...