AliExpress-ი რუსეთის ბაზარზე ევროპულ საქონელსაც გაყიდის

68

AliExpress-ი აპირებს, რომ რუსეთის ბაზარზე, თავის პლატფორმაზე ევროპული საქონელიც გაიტანოს. ამის შესახებ რუსეთში AliExpress-ის ხელმძღვანელი ლიუ ვეი აცხადებს.

“პერსპექტივაში გვაქვს, რომ ჩვენს პლატფორმაზე ევროპული ბრენდებიც გამოჩნდეს. თურქეთში, როგორც იცით, კომპანიამ მსხვილი თურქული რეტეილერი Trendyol შევიძინეთ,რომელიც ტანსაცმლის გაყიდვებს ახორციელებს”, – აცხადებს ლიუ ვეი.

ამ ეტაპზე, თურქული პლატფორმა Trendyol-ით 16 მილიონზე მეტი თურქი მომხმარებელი სარგებლობს.

აქამდე AliExpress-ი მხოლოდ ჩინური წარმოების საქონლით ვაჭრობდა. საქონლის გაყიდვებისთვის სხვა ქვეყნების მწარმოებლებმა, რომლებიც Alibaba Group-ის მარკეტფლეისის ქვეშ არიან გაერთიანებულები, ჩინეთში გაყიდვების კიდევ ერთი პლატფორმა – Tmall ჩაუშვეს.

Comments
Loading...