Alibaba Group-ი, Mail.Ru Group-ის თანამფლობელი გახდება

35

რუსულმა "მეგაფონმა", თავისი აქციები Mail.Ru Group-ში, Alibaba Group-თან ერთობლივ საწარმოს წილზე გადაცვალა. 

შეთანხმების სტრუქტურის თანახმად, რომლის შესახებაც ინფორმაცია 11 სექტემბერს, აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე გავრცელდა, "მეგაფონი", თავის მფლობელობაში არსებული Mail.Ru Group-ის აქციების 10%-ს, ჩინური კომპანიის აქციების 24%-ში გადაცვლის და აღნიშნულ კორპორაციასთან ერთად AliExpress Russia-ს შექმნის. Mail.Ru Group კი თავის მხრივ, აქციების 15%-ის სანაცვლოდ, ახალ კომპანიაში საკუთარ მარკეტფლეის Pandao-სა და ფულად რესურსს ჩადებს.

ყველა პროცესის დასრულების შემდეგ, ახალი ერთობლივი საწარმოს სტრიქტურა ასეთი იქნება: Alibaba Group 48%-ს მიირებს, "მეგაფონის" წილი 24% იქნება, Mail.Ru Group-ის – 15%, ხოლო პირდაპირი ინვესტიციების რუსული ფონდის წილი – 13%.

2017 წელს "მეგაფონმა" Mail.Ru Group-ის ჩვეულებრივი აქციები 740 მილიონ აშშ დოლარად შეისყიდა. როგორც მაშინ "მეგაფონის" დირექტორი სერგეი სოლდატენკოვი აცხადებდა, Mail.Ru Group-ის წილის შესყიდვა, მთელი ინდუსტრიის ცვლილებასა და ბიძგის მიცემას განაპირობებს. მაშინ კომპანია "მეგაფონი", ციფრულ აბონენტებს შორის საკუთარი წილი ბაზის გაზრდაზე იყო ორიენტირებული.

Comments
Loading...