Alibaba-ს წმინდა მოგება 34%-ით დაეცა

6

ჩინური ინტერნეტკომპანია Alibaba Group Holding-ის წმინდა მოგება 2020-2021 ფისკალური წლის ექვსი თვის განმავლობაში  33,9%-ით შემცირდა და 7,839 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ პერიოდის კომპანიის შემოსავალი 31,6%-ით გაიზარდა და 63,077 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ფისკალური წლის მეორე კვარტალში კომპანიის წმინდა მოგებამ 833 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 5-ჯერ ნაკლებია ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელზე. Alibaba-ს მთლიანი შემოსავალი კვარტალში გაიზარდა 29,4%-ით და 31,147 მილიარდ დოლარს მიაღწია.

კომპანია ასევე აღნიშნავს, რომ მეორე კვარტლის შემოსავალი Alibaba-ს საცალო ბიზნესიდან ჩინეთში 31%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

Alibaba Group არის უდიდესი ინტერნეტ კომპანია ჩინეთში, რომელიც  ე

Comments
Loading...