Alibaba-სთან შეთანხმების გაფორმების შემდეგ, Mail.Ru Group-ის და “მეგაფონის” აქციების ფასი გაიზარდა

57

Alibaba Group-თან ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, "მეგაფონისა" და Mail.Ru Group-ის აქციების ღირებულება გაიზარდა.

ლონდონის ბირჟაზე Mail.Ru Group-ის აქციები, თითო 23,7 აშშ დოლარი ღირდა, ხოლო მანამდე, ბირჟების გახსნისას, ღირებულება 22 აშშ დოლარს შეადგენდა. "მეგაფონის" ფასიანი ქაღალდების ღირებულება კი, მოსკოვის ბირჟებზე, შეთანხმების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გაიზარდა და თუკი ბირჟების გახსნისას, ერთი აქცია 550 რუბლი ღირდა, ახლა 558 რუბლი ღირს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ჩინურმა Alibaba Group-მა, ელექტრონული კომერციის სფეროში, Mail.Ru Group-თან, "მეგაფონთან" და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდთან ერთად, ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ შეთანხმება გააფორმა. ამის შესახებ განცხადება აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე გაკეთდა, რომელიც ვლადივოსტოკში იმართება.

მხარეების მიერ გაკეთებული განცხადებების მიხედვით, ერთობლივ საწარმოს AliExpress Russia დაერქმევა. ახალი კომპანიის ძირითადი მფლობელი, აქციების 48%-ით, Alibaba Group იქნება, "მეგაფონი" აქციების 24%-ს მიიღებს, Mail.Ru Group – 15%-ს, ხოლო რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდი – 13%-ს.

Comments
Loading...