Alibaba, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდი, Mail.Ru Group და “მეგაფონი” ერთობლივ ბიზნესს იწყებს

47

ჩინურმა Alibaba Group-მა, ელექტრონული კომერციის სფეროში, Mail.Ru Group-თან, "მეგაფონთან" და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდთან ერთად, ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ შეთანხმება გააფორმა. ამის შესახებ განცხადება აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე გაკეთდა, რომელიც ვლადივოსტოკში იმართება.

რის შესახებ შეთანხმდნენ პარტნიორები?

  • Alibaba Group ახალ ინიციატივაში, რუსეთში არსებულ თავის ბიზნესს – AliExpress-ს, Tmall-სა და კიდევ დამატებით ფულად რესურსს ჩადებს;
  • რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდი მხოლოდ ფულად რესურსს ჩადებს, რომლის მოცულობაც 300 მილიონ აშშ დოლარამდეა;
  • "მეგაფონი" Alibaba Group-ს, AliExpress Russia-ს აქციების 24%-ის სანაცვლოდ, Mail.Ru Group-ის თავისი აქციების 10%-ს გადასცემს;
  • Mail.Ru Group კი, ფულად რესურსს და ჩინური Pandao-ს თავის მარკეტფლეისს ჩადებს.

მხარეების მიერ გაკეთებული განცხადებების მიხედვით, ერთობლივ საწარმოს AliExpress Russia დაერქმევა. ახალი კომპანიის ძირითადი მფლობელი, აქციების 48%-ით, Alibaba Group იქნება, "მეგაფონი" აქციების 24%-ს მიიღებს, Mail.Ru Group – 15%-ს, ხოლო რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდი – 13%-ს.

Comments
Loading...