Africrypt-ის დამფუძნებელი ძმები 3.6 მილიარდი დოლარის ბიტკოინებით გაუჩინარდნენ

5

სამხრეთ აფრიკის კრიპტოვალუტის ბირჟის Africrypt-ის დამფუძნებლები, ძმები ამირი და რაის კაჯები გაუჩინარდნენ და თან 3.6 მილიარდი დოლარის ბიტკოინები გაიყოლეს. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პრობლემის პირველი ნიშნები აპრილში გამოჩნდა, როდესაც ბიტკოინი რეკორდულად ავარდა. უფროსმა ძმამ და Africrypt-ის მთავარმა ოპერაციულმა დირექტორმა ამირ კაჯიმ კლიენტებს განუცხადა, რომ კომპანია ჰაკერული თავდასხმის ობიექტი გახდა. მან სთხოვა ყველას, მომხდარის შესახებ ადვოკატებისა და ხელისუფლების ორგანოებისთვის არ ეცნობებინათ, რადგან ეს დაკარგული თანხების ამოღების პროცესს შეანელებდა. თუმცა სკეპტიკურად განწყობილი ინვესტორები იურიდიულ ფირმას Hanekom Attorneys დაუკავშირდნენ.

ამჟამად Hanekom- ის ადვოკატები მომხდარს იძიებენ. ჯერჯერობით Africrypt დამფუძნებლების ადგილსამყოფელი უცნობია. ამასთან, მომხდარის შესახებ ყველა ბირჟა ინფორმირებულია და ისინი დაუყოვნებლივ ზომებს მიმართავენ, თუ ძმები მონეტების კონვერტაციას ეცდებიან.

Comments
Loading...