Adjarasport TV-ის არხები  SilkTV-ის მომხმარებლებს თემატურ პაკეტად გაუაქტიურდებათ

62

5 ნოემბრიდან  SilkTV-ის მომხმარებლებისთვის უფასოდ ხელმისაწვდომი იქნება ახალი თემატური პაკეტი „აჭარასპორტი“. პაკეტი მოიცავს არხებს: Adjarasport TV 1, Adjarasport TV 2.

ინგლისის პრემიერ ლიგის ოფიციალური პარტნიორი Adjarasport -ი, ფეხბურთის მოყვარულებს სილქნეტის სატელევიზიო სერვისით პირდაპირ რეპორტაჟებს, თამაშის მიმოხილვებს, მატჩების სრულ ჩანაწერებს და სხვა ექსკლუზიურ ვიდეოკონტენტს შეთავაზებს.  ფეხბურთის გარდა, ამ არხებზე შესაძლებელია საჩოგბურთო ტურნირების და სხვა სპორტული ღონისძიებების თვალის მიდევნება.

დამატებითი გადასახადის გარეშე  „აჭარასპორტი“ერთი თვით ავტომატურად გააქტიურდება ფიზიკურ პირ აბონენტებს (DSL/ოპტიკური), რომლებიც სარგებლობენეკონომი“, „კომფორტი (new)“ დაპრემიუმ +“ პაკეტებით.

2020 წლის 5 დეკემბრიდან კი ყველა მსურველს შეეძლება თემატური პაკეტიაჭარასპორტისტანდარტული ღირებულებით – თვეში 3 ლარად გაიაქტიუროს.

Comments
Loading...