90 და მეტი დღით ვადაგადაცილებული სესხების წილი საკრედიტო პორტფელის 3.7%-ს შეადგენს

386

2016 წლის დეკემბრის მდგომარეობით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით 90 და მეტი დღით ვადაგადაცილებული სესხების წილი მთლიანი საკრედიტო პორტფელის 3.7 პროცენტს შეადგენს, რაც რეგიონშიც და, ზოგადად, საქართველოს მსგავსი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის, ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.

ეს სტატისტიკა მიუთითებს, რომ, საშუალოდ, მსესხებლები წარმატებით ემსახურებიან სესხს. თუ კლიენტი დროულად ფარავს ვალდებულებას, მას საურავი არ დაეკისრება.

Comments
Loading...