811 მილიონი ადამიანი შიმშილის საფრთხის წინაშეა

5

მსოფლიოში დაახლოებით 811 მილიონი ადამიანი შიმშილის საფრთხის წინაშეა, რაც წინა წელთან შედარებით 161 მილიონით მეტია.

გამოცემა Deutsche Welle აღნიშნავს, რომ მსოფლიოში 41 მილიონი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა.

გლობალური შიმშილის ინდექსის (GHI) მსოფლიო საშუალო მაჩვენებელი აჩვენებს, რომ 2030 წლისთვის 47 ქვეყანა შიმშილის „მძიმე“ ან „უკიდურეს“ ზღვარზე აღმოჩნდება. ამას მოწმობს საერთაშორისო ორგანიზაციის ახალი ანგარიშის მონაცემები.

Welthungerhilfe-ის ანგარიშის თანახმად, 2021 წელს კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები 155 მილიონი ადამიანი დაზარალდა შიმშილით – თითქმის 20 მილიონით მეტი ვიდრე 2019 წელს.

ახალი 2021 წლის შიმშილის გლობალური ინდექსის გამოქვეყნებით, Welthungerhilfe მოუწოდა პოლიტიკოსებს, გაუმკლავდნენ საკვების უკმარისობის კრიზისებს.

მიზეზთა შორის, რამაც გამოიწვია სიტუაციის გაუარესება, არის მომარაგების ჯაჭვის დარღვევა და კოვიდ შეზღუდვები, რამაც გამოიწვია სამომხმარებლო ფასების ზრდა.

Comments
Loading...