7 ივლისს აჭარის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება

22

მიმდინარე წლის 7 ივლისის დილის 10:00 საათიდან 9 ივლისის დილის 10:00 საათამდე აჭარის მუნიციპალიტეტში კერძოდ, ხელვაჩაურსა და ბათუმს მთლიანად, ხოლო ქობულეთის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება.

აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, ავტობანის მშენებლობის არეალიდან საშუალო წნევის გაზსადენის გადაადგილება გახდა. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 9 ივლისის დილის 10:00  საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანიასოკარ ჯორჯია გაზიბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთსოკარ ჯორჯია გაზი-ს ცხელ  ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებპორტალს www.mygas.ge.

Comments
Loading...