7 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები მგზავრების რეკორდულ რაოდენობას მოემსახურა

64

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ინფორმაციით, 2018 წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში 2,719,920  მგზავრს მოემსახურა. რაც 28 % აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს ( 2,130,469 მგზავრი).

ივლისის თვეში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ივლისში 429,088 მგზავრს მოემსახურა, რაც 16% მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (371,188 მგზავრი ). ხოლო 7 თვეში ზრდამ, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 27% შეადგინა (2,104,161 მგზავრი).

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2018 წლის ივლისში 75,372 მგზავრს მოემსახურა, რაც 2017 წლის ივლისთან შედარებით 52 % მეტია. რაც შეეხება 7 თვის ჯამს, 2018 წლის 7 თვის მონაცემებით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მზავრთნაკადი 33 % გაიზარდა და 310,115 მგზავრი შეადგინა.

ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება კვლავ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2018 წლის ივლისში ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 111,325      მგზავრმა ისარგებლა. რაც 11 % მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (100,613 მგზავრი). რაც შეეხება 7 თვის ჯამს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის 7 თვეში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 29 %-ით გაიზარდა და 301,597 მგზავრი შეადგინა. (234,037 მგზავრი).

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით, 2018 წლის 7 თვეში 4,047 მგზავრმა ისარგებლა. 2018 წლის 7 თვის მონაცემებით, ადგილობრივ აეროპორტებში ჯამში 194 რეისი შესრულდა.

Comments
Loading...