7 თვეში ექსპორტი 28.7%-ით გაიზარდა, იმპორტი კი – 22.9%-ით

159

ფოტოზე მოცემული ცხრილი აჩვენებს ექსპორტ-იმპორტის, საგარეო სავაჭრო ბრუნვისა და სალდოს მდგომარეობას 2013-2018 წლებში.

2018 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 7 051.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. 

საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 24.4 პროცენტით მეტია.

აქედან, ექსპორტი 1 870.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (28.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი – 5 181.1 მლნ. აშშ დოლარი (22.9 პროცენტით მეტი).

საანგარიშო პერიოდში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 3 310.6 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.9 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალურიმონაცემებს 20 აგვისტოს გამოაქვეყნებს. 

Comments
Loading...