5 თვეში ტურისტთა რაოდენობა 25%-ით გაიზარდა

433

2017 წლის იანვარი – მაისის თვის მონაცემებით საქართველოს 2,329,677 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 206,736-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

იანვარი – მაისის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 981,668 შეადგინა, რაც 196,369-ით მეტია 2016 წლის იანვარი – მაისის მაჩვენებელზე.

2017 წლის იანვარ-მაისში ყველაზე მეტი მოგზაური საქართველოს აზერბაიჯანიდან (+5.6%), სომხეთიდან (+13.2%), თურქეთიდან (-17.8%), რუსეთიდან (+22.1%) და ირანიდან (+224%) ეწვია. 

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ – მაისში გამოირჩეოდნენ: ნიდერლანდები +34%, გერმანია +27%, საფრანგეთი +27%, გაერთიანებული სამეფო +22% და პოლონეთი +21%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ირანი +224%, უზბეკეთი +192%, ინდოეთი +123%, ისრაელი +55% და ჩინეთი +40%. 

 2017 წლის მაისის თვის მონაცემებით, საქართველოს 552,958 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 29,867-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მაისის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 245,403 შეადგინა, რაც 40,282-ით მეტია 2016 წლის მაისის მაჩვენებელზე.

Comments
Loading...