30 სექტემბრიდან მართვის მოწმობის ტესტებს კიდევ 51 ბილეთი დაემატება

44

30 სექტემბრიდან მართვის მოწმობის ტესტებს ეკომართვის საგამოცდო 51 ბილეთეი დაემატება.  შესაბამისი ბრძანება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა უკვე გამოსცა.

ბრძანებას თან ერთვის დანართები, რომელშიც ეკომართვის საგამოცდო ბილეთები და მათი სწორი პასუხებია მოცემული.

როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, ცვლილება „თბილისის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მთავრობის განკარგულების საფუძველზე განხორციელდა.

Comments
Loading...