29 იანვარს კომპანია “იორკ თაუერსის” თანამშრომლები სისხლის უანგარო დონაციის აქციას ატარებენ

112

შპს“ იორკ თაუერსის“ თანამშრომლებმა თავიანთი ინიციატივით მომართეს „ნაციონალური სისხლის ბანკს“ და გამოთქვეს სურვილი უანგაროდ ჩაებარებინათ სისხლი.

თანამშრომლების აზრით, მათ მიერ გაცემული სისხლი ლეიკემიითა და სხვა პათოლოგიური დაავადებების მქონე ადამიანებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

“სისხლი არასოდეს არის ზედმეტი – ამბობს კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი ბატონი ამრ ელაბვაზი – ჩვენ მოხარულები ვართ გავიღოთ სისხლი უანგაროდ და ჩავაბაროთ იგი სისხლის ბანკს. ვფიქრობ ჩვენი სისხლი დაეხმარება ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას. ამ აქციას ვატარებთ პირველად, მაგრამ არა უკანასკნელად”.

კომპანია “იორკ თაუერსი” არის უცხოური უძრავი ქონების მართვის და სამშენებლო კომპანია, რომელიც საქართველოში 2017 წლის ოქტომბრიდან ოპერირებს. კომპანია 2019 წლის პირველ კვარტალში ტაბახმელაში იწებს მრავალფუნქციური თანამედროვე დასახლების “იორკ თაუნის” განხორციელებას. პროექტი ითვალისწინებს 100 000 000 აშშ დოლარის ინვესტიციას და მოიცავს 100 000მ2. პროექტის რეალიზაციისათვის შეიქმნება 1000 ზე მეტი სამუშაო ადგილი.

კომპანია “იორკ თაუერსი” გარდა საქართველოსი ოპერირებს თურქეთში, კატარში, დუბაიში, ეგვიპტესა და აზერბაიჯანში.

Comments
Loading...