28 დეკემბერს სემეკი წყალმომარაგების ტარიფებს დაადგენს

278

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) 28 დეკემბრის საჯარო სხდომაზე წყალმომარაგების ტარიფების საკითხებზე იმსჯელებს.

2018-2020 წლებისთვის წყალმომარაგების ტარიფები დაუდგინდება შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს", შპს "რუსთავის წყალს" და შპს "მცხეთის წყალს".

სემეკში საჯარო სხდომა დაიწყება 14:00  საათზე და დასწრება შეეძლება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

Comments
Loading...