ლარი დოლართან მიმართებით 0.12 თეთრით გაუფასურდა

5

13 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლართან მიმართებით ლარის გაცვლითი კურსი გაუფასურდა; ცვლილება 0.12 თეთრია, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4283 ლარი გახდა.

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 2.90 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 4.1366 ლარი გახდა.

დღესვე ლარი თურქული ლირის მიმართ 1.02 თეთრით გამყარდა, შედეგად მისი ღირებულება 0.4034 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 3.64 თეთრით შემცირდა და 4.8054 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 14 მაისიდან შევა ძალაში.

Comments
Loading...