26-29 ნოემბერს “ნოვა” მომხმარებელს ფერადი შავი პარასკევის აღსანიშნად ეპატიჟება

98

საქართველოში 2020 წლის შავი პარასკევისთვის ყველა კომპანია ემზადება. სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია „ნოვაში“ კი წინასაპარასკევო ფუსფუსი აქტიურ ფაზაშია შესული. ფერადი შავი პარასკევი – ასეთი იქნება ის ოთხი დღე, როცა სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანიის ორივე მეგაცენტრში მისულ მომხმარებელს, უამრავი სიურპრიზი, საჩუქარი და, რაც მთავარია, წინასაახალწლო განწყობა დახვდება.

„შავი პარასკევისთვის დიდი ფასდაკლება, სურპრიზები და საჩუქრები ელის ჩვენს მომხარებელს, აღნიშნავს „ნოვას“ „PR-სა და მარკეტინგის ხელმძღვანელი, ნინო თურმანიძე. „ამიტომაც დავარქვით ამ დღეს ფერადი შავი პარასკევი.  ეს ზუსტად ისაა, რასაც ჩვენს მეგაცენტრებში მოსულ ვიზიტორს ვთავაზობთ.  მთავარი პირობა საჩუქრების მიღებისა გახლავთ თბილისსა და ბათუმში მეგაცენტრებში მობრძანება და ჩვენს თავგადასავალში აქტიური მონაწილეობა“, ამბობს ნინო თურმანიძე.

ფერად შავ პარასკევს „ნოვას“ ორივე მეგაცენტრში ფასდაკლებები 20%-დან დაიწყება და 60%-ს მიაღწევს. ხელსაწყოები, „ფავორის“, „ინგკოს“ ბრენდის პროდუქცია, ნაძვის ხეები და საახალწლო დეკორაციების ფართო ასორტიმენტი; კერამიკა, მეტლახი და გრანიტი, ლამინატი და საღებავები – ფასდაკლებები „ნოვას“ ცენტრებში წარმოდგენილ ყველა პროდუქტს შეეხება. მეგაცენტრები დილის 08:30სთ-დან საღამოს 08:30სთ-მდე სრული დატვირთვით იმუშავებენ.

რაც მთავარია, როგორც „ნოვას“ დაბადების დღეს“, ისე ამ დღეებშიც, მომხმარებელი მეგაცენტრებში დამალულ სხვადასხვა საჩუქარს აღმოაჩენს.

ამ ოთხი დღის მნიშვნელოვანი და მთავარი პრიზი კი, შავი ყუთი იქნება.

„თუ რა დევს შავ ყუთში ამას მომხმარებელი ადგილზე აღმოაჩენს, თუმცა ჩვენ, ჩვენი მხრივ აღვნიშნავთ, რომ ნამდვილად არაჩვეულებრივი სიურპრიზები დახვდება“, ამბობს ნინო თურმანიძე.

განსაკუთრებული ფასდაკლებები შეეხება საქართველოში, „ნოვას“ მიერ ნაწარმოებ ქართულ პროდუქციასაც. მომხმარებელს, ვინც ამ პერიოდში გეგმავს მშენებლობას, ან იმარაგებს მასალებს, არაჩვეულებრივი შანსი ექნება საუკეთესო ფასად შეიძინოს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო სერტიფიკატების მქონე სამშენებლო მასალები.

სამშენებლო და სარემონტო კომპანია „ნოვას“ ორივე მეგაცენტრი თბილისსა და ბათუმში ფერადი შავი პარასკევის აღსანიშნად გელით. უამრავი სიურპრიზი, საჩუქარი, არაჩვეულებრივი ფასდაკლებები და, რაც მთავარია, დიდებული საახალწლო განწყობა ამ ოთხი გამორჩეული დღის თანმდევი იქნება.

Comments
Loading...