25 ნოემბერს, “შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში” საქართველო – იაპონიის ბიზნეს ფორუმი გაიმართება

78

25 ნოემბერს 10:00 სთ-ზე სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ საქართველო – იაპონიის ბიზნეს ფორუმი გაიმართება.

ბიზნესფორუმს მისასალმებელი სიტყვით გახსნიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოში იაპონიის ელჩი ტადაჰარუ უეჰარა.

ბიზნეს ფორუმი ჩატარდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საგარეო საქმეთა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, საქართველოში იაპონიის საელჩოს, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში”, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JAICA), იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციის (JETRO) და საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის თანამშრომლობით.
ბიზნესფორუმში 100-ზე მეტი ქართული კომპანიის წარმომადგენელთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით დაინტერესებული 30-ზე მეტი იაპონური კომპანიიის წარმომადგენელი, მათ შორის TEPCO, TOYOTA, IT OCHU, MITSUBISHI და ა.შ.

ფორუმზე ქართული მხარე იაპონურ კომპანიებს მიაწვდის ინფორმაციას საქართველოში ბიზნესის კეთების შესაძლებლობებისა და რისკების მართვის შესახებ, ხოლო მონაწილეები ასევე, გაეცნობიან იაპონური მხარის ამჟამინდელ მხარდაჭერასა და სამომავლო გეგმებს, რომლის შედეგადაც ორი ქვეყნის ბიზნესკავშირები უფრო გაღრმავდება.

Comments
Loading...