22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა

402

გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, 22 მარტს წყლის საერთაშორისო დღე აღინიშნება.  მიზანი წყლის რესურსების მართვისა და რაციონალური მოხმარების საკითხებზე საზოგადოების ყურადღების გამახვილება და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაა. 

დღეს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ წყლის რესურსების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საგარეჯოს N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობაზე, რომლის მეშვეობით სისტემა მდინარე იორიდან იღებს წყალს.  მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია საირიგაციო წყლის მოპოვებისა და მიწოდების, წყლის რესურსების დაცვის და რაციონალური გამოყენების აუცილებლობის შესახებ.   დღესვე, კომპანიის თანამშრომლებმა  დასუფთავების აქცია მოაწყვეს, რომლის ფარგლებში საირიგაციო სისტემების მიმდებარე სხვადასხვა ტერიტორია  საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა.

Comments
Loading...