22 ივლისს ქუთაისის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება

8

მიმდინარე წლის 22 ივლისის დილის 10:00 საათიდან 23 ივლისის შუადღის 15:00 საათამდე ქალაქ ქუთაისში გაზმომარაგება შეუწყდება ახალგაზრდობის, გრ. აბაშიძის, ბაგრატიონის, ბალანჩივაძის, გოგოლის, გურამიშვილის, ლომთათიძის, ჩორგოლიანის, ჭყონდიდელის, ლეონიძის, დეპოს, რაზმაძის, ხაბეიშვილის ქუჩებს შესახვევებითა და ჩიხებით, ასევე გორის ქუჩას დასაწყისიდან №20-მდე, №26, №28, მოსკოვის ქუჩას დასაწყისიდან №28-მდე, ნიკო მარის ქუჩას №12-დან ბოლომდე, ჯორჯიაშვილის კენტ ნომრებს №93-დან ბოლომდე, ლუწ ნომრებს №76-დან ბოლომდე, ნეკრასოვის II ჩიხს, წერეთლის ლუწ ნომრებს №224-დან ბოლომდე. 

აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, გაზსადენზე მიმდინარე სარემონტოსაექსპლუატაციო სამუშაოები გახდა. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 23 ივლისის შუადღის 15:00  საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.

ასევე, 22 ივლისის დილის 10:00 საათიდან 24 ივლისის შუადღის 15:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება ქუთაისის მუნიციპალიტეტში შემდეგ სოფლებს შეუწყდება ბროლიქედს, გოდოგანს, კვახჭირს, ნაგარევს, ოდილაურს, ჭალასთავს, ჭოგნარსა და სარბევს.

კომპანიასოკარ ჯორჯია გაზიბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთსოკარ ჯორჯია გაზი-ს ცხელ  ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებპორტალს www.mygas.ge.

Comments
Loading...