2030 წლისთვის აშშ-ში ავტომობილების 50% ელექტრომობილი იქნება

4

აშშ -ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გეგმავს, ქვეყნის ავტოინდუსტრია უფრო ეკოლოგიურად სუფთა გახადოს. 2030 წლისთვის აშშ-ში გაყიდული ახალი მანქანების ნახევარი ელექტროძრავის მქონე იქნება.

შესაბამის აღმასრულებელ ბრძანებას ბაიდენი ხელს დღეს,  5 აგვისტოს მოაწერს.

ბაიდენის განკარგულება საშუალებას მისცემს შეერთებულ შტატებს კლიმატის კრიზისს უფრო აქტიურად ებრძოლოს.

ახალი კანონით გათვალისწინებული ზომები ასევე მოიცავს საწვავის ეფექტურობის ახალი სტანდარტების შემუშავებას, დაბინძურების შემცირებას და კლიმატის ცვლილების შენელებას.

Comments
Loading...