2022 წლის იანვარ-ივნისში ვაკის რაიონში განხორციელებული პროექტები

9

ვაკის რაიონის გამგეობის საქმიანობის მნიშვნელოვან მიმართულებას ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება წარმოადგენს. გამგეობა აქტიურად მუშაობს კეთილმოწყობისა და გზების რეაბილიტაცის კუთხით, ასევე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის მიმართულებით.

მიმდინარე წლის იანვარი – ივნისის განმავლობაში, გამგეობის დაკვეთით, შემდეგი პროექტები განხორციელდა: თხინვალაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გიორგი ანწუხელიძის სახელობის კომბინირებული დასასვენებელი სივრცე მოეწყო; 2 მისამართზე კომბინირებული სივრცეები მოეწყო, 8 მისამართზე კი, სამუშაოები დაგეგმილია; წყნეთში, ამილახვრის N23-ში სპორტული მოედანი განახლდა; 2 მისამართზე სპორტული მოედნები მოეწყო, 4 მისამართზე კი სამუშაოებია დაგეგმილი; საგზაო ინფრასტრუქტურა 37 815 კვ.მ ფართობზე – 100-მდე მისამართზე მოწესრიგდა; 2 მისამართზე საერთო სარგებლობის კიბე მოეწყო; 2 მისამართზე დამცავი კედელი აშენდა.

რაც შეეხება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობას, ის აქტიურად მიმდინარეობს, სარეაბილიტაციო პროექტები საბიუჯეტო თანხების შესაბამისად ხორციელდება. ამ დოისთვის, სხვადასხვა სახის 88 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა, მათ შორის:

27 მისამართზე სახურავები რეაბილიტირდა; 31 მისამართზე ლიფტი განახლდა; 17 მისამართზე წყალარინების ქსელები მოწესრიგდა.

ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად, მიმდინარე წელს, 2 სპორტული და ერთი საბავშვო-გასართობი ღონისძიება ჩატარდა.

ჯამში, გამგეობის ბიუჯეტიდან ამ და სხვა პროექტებზე 9 376 900 ლარი დაიხარჯა.

Comments
Loading...