2022 წელს რუსეთში ნავთობის მოპოვება შესაძლოა 17%-ით შემცირდეს

11

2022 წელს რუსეთში ნავთობის მოპოვება შესაძლოა 17%-ით შემცირდეს. ეს იქნება ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2003 წლის შემდეგ. ამის შესახებ წერს Reuters-ი, რომლის ჟურნალისტები რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს დოკუმენტს გაეცნენ.

წარმოების შემცირების მასშტაბები, 1990-იანი წლების შემდეგ, როდესაც ნავთობის ინდუსტრია განიცდიდა ინვესტიციების ნაკლებობას, ყველაზე დიდი იქნება.

აღნიშნულია, რომ რუსეთში ნავთობის მოპოვება მარტში დაიწყო და აპრილის შუა რიცხვებისთვის დაახლოებით 7,5%-ით შემცირდა.

დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს რუსეთში ნავთობის მოპოვება შესაძლოა 433,8-475,3 მლნ ტონამდე შემცირდეს (8,68-დან 9,5 მლნ ბარელამდე დღეში).

ეს იქნება ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2003 წლის შემდეგ, როდესაც რუსული ნავთობის მოპოვება შეადგენდა 421 მილიონ ტონას.

წელს ასევე შემცირდება ნავთობისა და გაზის ექსპორტი, ნათქვამია დოკუმენტში. ნავთობის ექსპორტი 2021 წლის 231 მლნ ტონიდან 213,3-228,3 მლნ ტონამდე შემცირდება (4,27 მლნ-დან 4,57 მლნ ბარელამდე დღეში).

Comments
Loading...