2021 წლის II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 077.8 ლარით, ხოლო კაცების – 1 560.0 ლარით განისაზღვრა

3

საქართველოს ეროვნული სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.5 პროცენტით (177.9 ლარით) გაიზარდა და 1 328.0 ლარი შეადგინა.

• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 354.7 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან
შედარებით გაიზარდა 15.4 პროცენტით);
• ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 173.0 (გაიზარდა 12.4 პროცენტით);
• მშენებლობა – 2 006.1 ლარი (გაიზარდა 23.7 პროცენტით);
• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 919.5 ლარი (გაიზარდა 7.4
პროცენტით);

2021 წლის II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 077.8 ლარით, ხოლო კაცების – 1 560.0
ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.6 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში
– 207.6 ლარი. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში
აღემატებოდა ქალების ხელფასს.

Comments
Loading...