2021 იანვარ-ივნისში ექსპორტი 25%-ით გაიზარდა

7

2021 იანვარ-ივნისში საქართველოს ექსპორტმა 1.88 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 25%-ით აღემატება. საქსტატის ანგარიშის თანახმად, საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონლიდან 9 დასახელების პროდუქტის ექსპორტი გაზრდილია. საქონლის რეიტინგში ექსპორტის ყველაზე მაღალი 81% და 89% ზრდები თხილის და სამკერვალო ნაწარმის ექსპორტში დაფიქსირდა.

2021 წლის პირველ 6 თვეში უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფები იყო:

1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები – $391 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 2.5%;

2. მსუბუქი ავტომობილები (რეექსპორტი) – $205.4 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 11.6%;

3. ფეროშენადნობები – $186.3 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 58%;

4. ღვინოები – $104.2 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 14.1%;

5. სპირტიანი სასმელები – $69 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 29%;

6. მინერალური და მტკნარი წყლები – $66.5 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 34.6%;

7. აზოტოვანი სასუქები – $50.4 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 14%;

8. მედიკამენტები – $42.9 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 5.8%;

9. ტრიკოტაჟის (სამკერვალო) ნაწარმი – $36 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 89%

10. თხილი და კაკალი – $35.6 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 88.6%;

11. სხვა დანარჩენი საქონელი – $697 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 39.7%

Comments
Loading...