2020 წლის დეკემბერში, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 966.9 მლნ ლარით გაიზარდა

10

2020 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 966.9 მლნ ლარით, ანუ 1.73 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.30 პროცენტით გაიზარდა) და 2021 წლის პირველი იანვრისათვის 56.9 მლრდ ლარი შეადგინა.

2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.85 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.28 პროცენტია.

Comments
Loading...