2020 წელს NASA მარსზე, ეზეროს კრატერში ახალ როვერს გაგზავნის

40

NASA-ს მიაჩნია, რომ აღნიშნული კრატერის კლდეებზე, რომელთა სიგანეც 50 კილომეტრს აღწევს, შესაძლოა უძველესი სიცოცხლის ნიშნები იყოს შემორჩენილი.

კრატერ ეზეროს გამოსახულებაზე, რომელიც თანამგზავრის მეშვეობით არის მოპოვებული, ჩანს, რომ იქ მდინარის დელტა არსებობდა, რომელიც დიდი ტბაში ჩაედინებოდა.

თუკი აღნიშნული ვარაუდი გამართლდა, მაშინ გამოდის, რომ 3,5-3,9 მილიარდი წლის წინ იქ შესაძლოა ბაქტერიები გაჩენილიყო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარსზე მაშინ ბევრად მაღალი ტემპერატურა იყო, ვიდრე ახლა არის.

Comments
Loading...