2020 წელს შინამეურნეობების საშუალო რეალური შემოსავალი 732 ლარს შეადგენდა

3

PMCG-ის კვლევის მიხედვით, შინამეურნეობების საშუალო თვიური რეალური შემოსავალი 2010-დან 2020 წლამდე 163 ლარით, 732 ლარამდე გაიზარდა და 2013 წლის დონემდე შემცირდა, რაც ნაწილობრივ პანდემიამ განაპირობა. რეალური შემოსავლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (806 ლარი) 2016 წელს დაფიქსირდა.

რაც შეეხება ნომინალურ შემოსავალს, კვლევის მიხედვით, 2010-დან 2020 წლამდე, შინამეურნეობების ნომინალური შემოსავლები შესამჩნევად გაიზარდა. კერძოდ, 2010 წელს საშუალო თვიური შემოსავალი საქართველოში 569 ლარი იყო, 2020 წლისათვის კი – 1029 ლარი. ბოლო ათწლეულში საქართველოში მაღალი ინფლაცია ფიქსირდებოდა. შესაბამისად, საშუალო რეალური შემოსავალი, ნომინალური შემოსავლისგან განსხვავებით, მოკრძალებულად გაიზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულში შინამეურნეობების ნომინალური შემოსავლები გაიზარდა, 2020 წელს საქართველოში შინამეურნეობების 63%-ს კვლავ 1000 ლარზე ნაკლები შემოსავალი ჰქონდა. მეტიც, 2010 წლის ფასებზე მორგებული შემოსავლის სტატისტიკა აჩვენებს, რომ შინამეურნეობების 63%-ს რეალური შემოსავლები 711 ლარს არ აღემატებოდა.

Comments
Loading...