2020 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 0.9%-ით გაიზარდა და 18.5% შეადგინა

8

2020 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2019 წელთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 18.5 პროცენტი შეადგინა. 2020 წელს წინა წელთან შედარებით გაიზარდა თვითდასაქმებულთა რიცხვი (30,7%-დან 31,9%-მდე) და შემცირდა დასაქმებულთა რაოდენობა (69,3%-დან 68,1%-მდე).

უმუშევრობა ტრადიციულად უფრო მაღალია მამაკაცებში (20,2%), ვიდრე ქალებში(16,2%). 2020 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში (43.9 პროცენტი), ხოლო აღნიშნული მაჩვენებელი ტრადიციულად ყველაზე დაბალია 65+ ასაკობრივ ჯგუფში (7.3 პროცენტი).

2020 წელს სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 50.5% შეადგინა. წინა წელთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) შემცირებულია 1.3 %-ით, ხოლო დასაქმების დონე შემცირებულია 1.5%-ით.

Comments
Loading...