2020 წელს საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 0.7 წლით შემცირდა

15

2020 წელს საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა შემცირდა – საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში 2020 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 0.7 წლით შემცირდა და 73.4 წელი შეადგინა. მათ შორის კაცებისთვის კლება 0.7 წელი იყო და 69.1 წელი გახდა, ქალებისთვისაც კლება იგივეა – 0.7 წელი იყო და 77.7 წელი გახდა.

სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის შემცირება COVID-19-ის გამო ქვეყანაში სიკვდილიანობის ზრდამ განაპირობა. გასული წლის განმავლობაში ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობა 8%-ით გაიზარდა, რაც გასული წლების განმავლობაში უპრეცედენტო ზრდას წარმოადენს. 2020 წელს საქართველოში 50,537 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 3,773-ის სიკვდილის პირდაპირი მიზეზი COVID-19 იყო.

Comments
Loading...