2020 წელს საქართველოში ინვესტიციები 57%-ით შემცირდა

4

PMCG-ის ინფორმაციით, 2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოში FDI-ის მოცულობამ 234.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2.6%-ით ნაკლებია 2020 წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით და 77.1%-ით მეტი 2021 წლის პირველ კვარტალთან შედარებით. 

2021 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 366.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ბოლო 11 წლის განმავლობაში წლის პირველი ნახევარში დაფიქსირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დაბალი მოცულობაა.

ზოგადად, პანდემიამ FDI-ზე საქართველოში უფრო დიდი ნეგატიური გავლენა იქონია ვიდრე მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაზე. 2020 წელს საქართველოში 2005 წლიდან დაფიქსირებული ინვესტიციების ყველაზე დაბალი მოცულობა შემოვიდა: 572 მლნ აშშ დოლარი, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 57%-ით ნაკლებია. ეს ვარდნა (-57%) მნიშვნელოვნად აღემატება FDI-ის საშუალო კლებას მსოფლიოში (-34%) ან განვითარებად ქვეყნებში (-8%).

საქსტატმა ინვესტიციების შემცირების მთავარ მიზეზად სააქციო კაპიტალის შემცირება და რამდენიმე კომპანიაში საკუთრების არარეზიდენტიდან რეზიდენტ ერთეულებზე გადაცემა დაასახელა. საქართველოს ეკონომიკამ პანდემიით გამოწვეული ვარდნისგან აღდგენა დაიწყო, თუმცა ეს კრიზისი კვლავაც რჩება 2021 წელს FDI-ის შემოდინების შემცირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზად.

Comments
Loading...