2020 წელს საქართველოს სამშენებლო სექტორი 4.7%-ით შემცირდა

12

2020 წელს საქართველოს სამშენებლო სექტორი 4.7%-ით შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ 2020 წელს სამშენებლო სექტორმა 4.7%-ით ნაკ­­­­­­ლები დამატებული ღირებულება შექმნა, ვიდრე 2019 წელს. 2020 წელს მთლიანად საქართველოს ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა, ანუ 1.5% პუნქტით მეტად, ვიდრე სამშენებლო სექტორი. ნომინალურ გამოსახულებაში 2020 წელს 3.8 მილიარდი ლარის მშენებლობები შესრულდა და ამ მაჩვენებლით ქვეყნის ეკონომიკაში მშენებლობამ 8.9%-იანი წილი დაიკავა.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს მშე­­­ნებლობები შემცირდა, სექტორს ბოლო წლებში უარესი გამოცდილებაც ახსოვს, როცა 2018 წელს კლება 7.2% იყო. 3 წლის წინ კლება სამშენებლო რეგულაციების გამკაცრებამ, განსაკუთრებით სამშენებლო ნებართვების გაცემის გამკაცრე­­­ბამ განაპირობა. 2014-2017 წლებში მშენებლობა საქართველოს ეკონომიკის ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი იყო, წელიწადში საშუალოდ 15.5%-ით იზრდებოდა – ოთხჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე საქართველოს ეკონომიკა.

2020 წელი მშენებლობამ ზრდით დაიწყო და პირველ კვარტალში 7.5%-ით გაიზარდა. თუმცა მარტიდან დაწყებული პანდემიის გამო, რომელსაც მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები მოჰყვა, მეორე კვარტალში მშენებლობა 27%-ით შემცირდა. ივნი­­­სიდან მთავრობამ იპოთეკური სესხების სუბსიდი­­­რების პროგრამა დაიწყო, შემსუბუქდა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიც, რასაც შედეგად მესამე კვარტალში მშენებლობის 2%-იანი ზრდა მოჰყვა. წლის ბოლოს ისევ გამკაცრდა შეზღუდვები და, სუბსიდირების მიუხედავად, მეოთხე კვარტალ­­­­­­ში მშენებლობა 1.2%-ით შემცირდა.

2021 წელს სამშენებლო სექტორის ბიუჯეტი­­­დან სუბსიდირება აღარ გაგრძელდა, პანდემიური შეზღუდვები ისევ მკაცრი იყო და, შედე­­­გად, პირველ კვარტალში მშენებლობა 19.4%-ით შემცირდა.

სამშენებლო სექტორი მნიშვნელოვ­­ნად იზიდავდა პირდაპირ უცხოურ ინ­­ვესტიციებს. 2014- 2020 წლებში დარგში მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა. სამშენებლო სექტორის წი­ლი მთლიან ინვესტიციებში საშუალოდ 10.2% იყო. რადგან სამშენებლო რეგუ­ლაციები 2018 წლიდან გამკაცრდა, მისი შედეგები ძირითადად 2019 წელზე აისა­ხა, ინვესტიციები 80%-ით შემცირდა და ქვეყანაში სულ 35 მლნ დოლარი შემოვი­და. 2020 წელს 2019 წელთან შედარე­ბით ინვესტიციები 76%-ით გაიზარდა, თუმცა ეს ზრდა წლის პირველ ნახევარ­­ზე მოდის. ინვესტიციები 2021 წლის პირველ კვარტალში 81%-ით შემცირდა და სულ 1.7 მლნ დოლარის უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, მშენებლობის წილი მთლიან ინვესტიციებში 1.4%-მდე შემცირდა.

საქართველოს სტატისტიკის სამსა­ხური (საქსტატი) აქვეყნებს მშენებლო­ბისთვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსს. ბოლო მონაცემებით, 2021 წლის აპრილში, 2020 წლის აპრილთან შედარებით, სამშენებლო მასალები 19%-ით არის გაძვირებული.

Comments
Loading...