2020 წელს გლობალური ვალი $226 ტრილიონს აღწევს

15

2020 წელს გლობალური ვალი უსწრაფესი ტემპით გაიზარდა და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რეკორდულ მაჩვენებელს, 226 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო სავალუტო ფონდი ავრცელებს.

ფონდში განმარტავენ, რომ მსოფლიო ვალის ზრდის მიზეზი გლობალური ეპიდემიოლოგიური კრიზისი და ქვეყნების ეკონომიკის რეცესიაა.

გლობალურმა ვალმა გასულ წელს მშპ-ს 256%-ს მიაღწია, რაც 28 პროცენტული პუნქტით მეტია ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელზე.

ვალის ტვირთის ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა განვითარებულ ქვეყნებში დაფიქსირდა. ამრიგად, განვითარებული ქვეყნების მთლიანი ვალი, რომელიც 2007 წელს მშპ-ს დაახლოებით 70%-ს შეადგენდა, 2020 წელს მშპ-ს 124%-მდე გაიზარდა. ხოლო კერძო სექტორში მაჩვენებელი მშპ-ს 164%-დან მშპ-ს 178%-მდე გაიზარდა.

Comments
Loading...