2019 წლის III კვარტალში, საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 10.8 მლნ აშშ დოლარით შემცირდა

25

2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 10.8 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, საკურსო ცვლილების გამო, ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები – 8.1 მლნ აშშ დოლარით, ხოლო ოპერაციული ცვლილებების გამო – ვალი 2.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.

2019 წლის მესამე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 404.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 196.6 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.

Comments
Loading...