2019 წლის იანვარში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 146.2 მლნ ლარით შემცირდა

37

2019 წლის იანვარში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 146.2 მლნ ლარით (1.3 პროცენტით) შემცირდა და 11.47 მლრდ ლარს გაუტოლდა.

უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა იანვარში 20.3 მლნ აშშ დოლარით (0.4 პროცენტით) გაიზარდა წინა თვესთან შედარებით და პერიოდის ბოლოს 5.73 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამ კატეგორიის კრედიტების 55.6 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენდა, ხოლო 88.0 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას უჭირავს. უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდა, ძირითადად იურიდიული პირების ზრდით არის გამოწვეული.

იანვრის თვეში, ვადაგადაცილებული სესხები 45.0 მლნ ლარით გაიზარდა და 486.2 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.8 პროცენტი იყო.

ვადაგადაცილებული სესხების 43.2 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 57.0 პროცენტს გაუტოლდა.

Comments
Loading...