2019 წლის იანვარში, ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვა 6,5%-ით შემცირდა

30

2019 წლის იანვარში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 59.7 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 7.0 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 25.0 პროცენტს შეადგენს.

იმპორტის მოცულობამ 139.5 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (6.4 პროცენტით ნაკლები) და მთლიანი იმპორტის 23.7 პროცენტი შეადგინა.

სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 199.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6.5 პროცენტით ნაკლებია. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 22.9 პროცენტს შეადგენს.

Comments
Loading...