2019 წლის თებერვალში საქონლის იმპორტი 0.6%-ით გაიზარდა

31

2019 წლის თებერვალში საქონლის იმპორტი 0.6 პროცენტით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

რეგიონის ქვეყნებიდან მატების ზომიერი ტემპით გამოირჩეოდა რუსეთიდან (ნავთობპროდუქტების
ხარჯზე) იმპორტი, ხოლო სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან იმპორტი თითქმის არ შეცვლილა.

უკრაინიდან იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირებულია. ევროკავშირის ქვეყნებიდანაც იმპორტის კლება დაფიქსირდა, რაც ძირითადად ბელგიიდან და გერმანიიდან იმპორტის კლებას უკავშირდება. მეორე მხრივ, იმპორტზე ზრდის მიმართულებით მოქმედებდა ბრაზილიიდან იმპორტი, რაც სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების დიდი მოცულობით გაზრდილმა იმპორტმა განაპირობა. აღსანიშნავია, რომ ასევე მაღალი ტემპით გაიზარდა აშშ-დან იმპორტი, რომელიც ტურბორეაქტიური ძრავების შემოტანასა და მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის გააქტიურებას უკავშირდება. გაიზარდა ჩინეთიდან იმპორტიც ორთქლმწარმოებელი ქვაბების შემოტანის გავლენით.

2019 წლის თებერვალის მდგომარეობით ძირითადი იმპორტიორი ქვეყნებია: თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი, აშშ, გერმანია და სომხეთი. ჯამურად, 7 ძირითადი სავაჭრო პარტნიორებზე მთლიანი იმპორტის 61 პროცენტი მოდის. წინა წელთან შედარებით ქვეყნების მიხედვით იმპორტი უფრო ნაკლებად
დივერსიფიცირებულია.

Comments
Loading...