2019 წლის თებერვალში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 60.6 მლნ ლარით გაიზარდა

25

2019 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 60.6 მლნ ლარით (0.5 პროცენტით) გაიზარდა და 11.53 მლრდ ლარს გაუტოლდა.

უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა თებერვალში 92.7 მლნ აშშ დოლარით (1.6 პროცენტით) შემცირდა წინა თვესთან შედარებით და პერიოდის ბოლოს 5.64 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

ამ კატეგორიის კრედიტების 55.4 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენდა, ხოლო 88.6 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას უჭირავს. უცხოური ვალუტით დაკრედიტების კლება, ძირითადად იურიდიული პირების გრძელვადიანი დაკრედიტების კლებით
არის გამოწვეული.

Comments
Loading...