2018 წლის IV კვარტალში წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა 130.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

24

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, მეოთხე კვარტალში 130.5 მლნ აშშ დოლარი (349.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 3.1 პროცენტია. მეოთხე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო, მრეწველობის, უძრავი ქონების და სასტუმროებისა და რესტორნების სექტორებში განხორციელდა.

მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი (ძირითადად ტურისტული შემოსავლების გამო), მეოთხე კვარტალში, ნაწილობრივ ფარავდა საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს. აღნიშნულ პერიოდში, მომსახურების ექსპორტი, წლიურად 5.2 პროცენტით, ხოლო იმპორტი 10.4 პროცენტით გაიზარდა. მომსახურებით ვაჭრობის მნიშვნელოვან დადებით ბალანსს მოგზაურთა მომსახურება განაპირობებს, რომლის ექსპორტი წლიურად 14.1 პროცენტით გაიზარდა და მეოთხე კვარტალში 650.8 მლნ აშშ დოლარს (1.7 მლრდ ლარი) გაუტოლდა.

მიმდინარე ანგარიშის მეორე დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 2.0 პროცენტით შემცირდა და 2018 წლის მეოთხე კვარტალში 399.6 მლნ აშშ დოლარს (1.1 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის ტრანსფერები გაზრდილი იყო, ხოლო სამთავრობო – შემცირებული.

Comments
Loading...